"ტრაბზონში" ლორიას ტრანსფერი სრულდება, კვირკველიაზე კი ჯერ ვაჭრობენ

AutoSharing Option
თურქული Sporx-ის ინფორმაციით, "ტრაბზონსფორის" ხელმძღვანელობა ამჟამად ცენტრალური მცველისა და მეკარის დამატებაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ლაპარაკი ქართველ ფეხბურთელზეა.

შოთა არველაძის რეკომენდაციით, სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა მოლაპარაკებას ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" გიორგი ლორიას ტრანსფერზე მართავს, ხოლო ყაზანის "რუბინთან" - საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე.

"ტრაბზონი" 197 სანტიმეტრი სიმაღლის, 23 გოლიათი მცველის ტრანსფერზე მუშაობს. საბა კვირკველიას სანაცვლოდ "რუბინი" 3,5 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა თურქული მხარე ცდილობს, რუსულ კლუბს სატრანსფერო თანხა დააკლებინოს", - წერს Sporx-ი.

სატრანსფერო გარიგებაში, შესაძლოა, "რუბინის" თურქი ფეხბურთელი გიოქდენიზ ყარადენიზი ჩართონ, ამ
ფეხბურთელს "რუბინიდან" წასვლა სურს.

რაც შეეხება ლორიას ტრანსფერს, იმავე წყაროს მიხედვით, საქმე ბოლოსკენაა გასული და შედეგს მალე უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ ადრე ლაპარაკი იყო გურამ კაშიას ტრანსფერზეც "ტრაბზონში".
მკითხველის კომენტარები / 4 /
კაშიაც თუ წამოვა კარგი იქნება კვირკველია და კაშია შეთამაშდებიან და დაცვის ცენტრი უფრო ძლიერი გვეყოლება ნაკრებში
doubleza
09:37 22-07-2015
0
სამწუხაროდ შენნაირი ავისმთქმელი და შურიანი ბევრი რომ გვყავს ქართველებს იმიტოა ასეთ დღეში რომ ვართ. შენ ან ფეხბურთისათვის ცხოვრებაში არ გიყურებია ან უბრალოდ ბოღმას ანთხევ, თორე ისე კი მიხვდებოდი რომ ამ ფასში ლორიაზე მაღალკვალიფიციურ მეკარეს ვერსად ვერ იპოვიან, რა მნიშვნელობა აქვს რომ ქართველია? საბაზე კიდე გიჟდება მთელი რუსეთი. რა შუაშია აქ ნეპოტიზმი? იცი საერთოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა? ნეტა ყველა შოთასნაირი საქმის პროფესიონალი იყოს საქართველოში მაშინ კი ნამდვილად გვეშველებოდა.
dadu
09:52 21-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული