"ტრაბზონში" ლორიას ტრანსფერი სრულდება, კვირკველიაზე კი ჯერ ვაჭრობენ

AutoSharing Option
თურქული Sporx-ის ინფორმაციით, "ტრაბზონსფორის" ხელმძღვანელობა ამჟამად ცენტრალური მცველისა და მეკარის დამატებაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში ლაპარაკი ქართველ ფეხბურთელზეა.

შოთა არველაძის რეკომენდაციით, სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა მოლაპარაკებას ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" გიორგი ლორიას ტრანსფერზე მართავს, ხოლო ყაზანის "რუბინთან" - საბა კვირკველიას შესაძლო ტრანსფერზე.

"ტრაბზონი" 197 სანტიმეტრი სიმაღლის, 23 გოლიათი მცველის ტრანსფერზე მუშაობს. საბა კვირკველიას სანაცვლოდ "რუბინი" 3,5 მილიონ ევროს ითხოვს. თუმცა თურქული მხარე ცდილობს, რუსულ კლუბს სატრანსფერო თანხა დააკლებინოს", - წერს Sporx-ი.

სატრანსფერო გარიგებაში, შესაძლოა, "რუბინის" თურქი ფეხბურთელი გიოქდენიზ ყარადენიზი ჩართონ, ამ
ფეხბურთელს "რუბინიდან" წასვლა სურს.

რაც შეეხება ლორიას ტრანსფერს, იმავე წყაროს მიხედვით, საქმე ბოლოსკენაა გასული და შედეგს მალე უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ ადრე ლაპარაკი იყო გურამ კაშიას ტრანსფერზეც "ტრაბზონში".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრაბზონში ბედავს შოთა ნეპოტიზმის აშკარა გამოვლინებას და წარმოიდგინეთ საქართველოში რა ხდება გუნდებში და მითუმეტეს ბავშვთა ფეხბურთში, ჟურნალისტები ამაზე რატომ არაფერს არ წერთ?... კაშიაზე ლაპარაკი არ მაქვს ის ნებისმიერ ძლერ გუნდში ითამაშებს თავისუფლად. (გუნდს საკმაოდ სოლიდური ბიუჯეტი აქვს და დავიჯერო უკეთესი ფეხბურთელები ვერ მოიძებნა ტრაბზონისთვის, ეს კარგად არ დაამთავრებს მის კარიერას და კიდევ ერთხელ შევრცხვებით, როგორც ერი, სხვისი სიხარბის და ნეპოტიზმის გამო.)
torino
00:32 21-07-2015
0
რა არის ნეპოტიზმი?ქართველი რომ ქართველს მხარში უდგას?ღმერთმა ქნას ყველა ისე ვიქცეოდეთ როგორც შოთა და ერთი კაციც არ აზროვნებდეს ისე როგორც შენ
mtkvari
03:54 21-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული