"ომონიას" ფანებმა ნიკა ძალამიძეს და მის გუნდელებს ქვები დაუშინეს [VIDEO]

AutoSharing Option
23 ივლისს ნიქოზიაში ევროპალიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩია, ბათუმის "დინამოს" მძლეველი "ომონია" პოლონურ "იაგელონიას" მასპინძლობს. პირველი მატჩი 0:0 მორჩა.

Przegląd Sportowy-ს ინფორმაციით, სავარჯიშოდ მისულ "იაგელონიას" ფეხბურთელებს და მათ შორის, ნიკა ძალამიძესაც კვიპროსელმა ფანებმა ქვები დაუშინეს. პოლონური გუნდი სასტუმროში პოლიციის ესკორტის წყალობით ძლივს დაბრუნდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ სტუმართა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე სწორედ ნიკა ძალამიძე იახლა.

"აქ ორი დღით ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ კარგად მოვემზადოთ და ვიმარჯვოთ. ვიცოდით, რომ მეტოქეს ძალიან ერთგული ფანები ჰყავს, მაგრამ არ ველოდით იმას, რაც გუშინდელ ვარჯიშზე
მოხდა.

თუმცა მოედანზე ყველა თანაბარია, საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას, რა მოხდება ტრიბუნებზე. იმედია, ჩვენ შეხება არ გვექნება ამ ფანებთან. სხვათა შორის, ასეთივე ფანები ჰყავთ პოლონეთში "ლეგიას" და "ლეხს".

მეტოქე გუნდში ჩემი თანამემამულეა, უჩა ლობჟანიძე, რომელსაც ნაკრებში ბევრი თამაში ჩაუტარებია, ის მარჯვენა მცველია", - განაცხადა ნიკა ძალამიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული