![](https://sportall.ge/pictures/image31/2bea85b60359149b6cdba6264009bf6f.jpg)
"დღეს ჩვენ დისციპლინირებულად და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. განსაკუთრებით, სტანდარტული მდგომარეობების დროს, ეს ხომ მეტოქის ძლიერი მხარეა.
მძიმე მატჩი გველის, მაგრამ მთავარია, მწვრთნელის დავალებები პირნათლად შევასრულოთ.
ყველაფრისთვის მზად ვართ, ეს ეტაპი უნდა გავიაროთ. ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება.
ყველაფერს გავიღებ გუნდის დასახმარებლად. აქამდე ორი გოლი გავიტანე და კიდევ მსურს თავის გამოჩენა", - განაცხადა ნიკა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წყვილის პირველი დაპირისპირება ზაურ სვანაძის გუნდმა ისლანდიაში 2:1 მოიგო.