მარტინ ონილი: ისევ საქართველოში ჩასვლა ნამდვილად არ გვინატრია

AutoSharing Option
2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრამ საქართველოს ნაკრების მეტოქეები დაასახელა: უელსი, ავსტრია, სერბეთი, ირლანდია და მოლდოვა.

გთავაზობთ ირლანდიელთა თავკაცის, მარტინ ონილის რეაქციას კენჭისყრის შედეგებზე:

"ისევ საქართველოში ჩასვლა ალბათ, ის არ არის, რისი ნატვრაც შეიძლება.

სერბეთი ძლიერი მეტოქეა, უელსმა და ავსტრიამ დიდი პროგრესი განიცადეს. კარგია, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არაა ჯგუფში. დარწმუნებული ვარ, უელსელთა თავკაციც ამას იტყოდა. ეს ისეთი ჯგუფია, სადაც გუნდები ერთმანეთს ქულებს წაართმევენ.

ამაზე იოლი ჯგუფებიც არსებობს და უფრო რთულებიც. ალბათ, ავსტრიელები, უელსელები და სერბები კმაყოფილები არიან. ჩვენც კმაყოფილი ვართ
კენჭისყრით", - განაცხადა ონილმა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სერბეთი გავა პირველი ადგილით, დანარჩენები მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ საქართველოს მეექვსე ადგილი გარანტირებული აქვს რადგან ამ ჯგუფში არ მოხვდა "გიბრალტარი" დანარჩენ რომელ ნაკრებს მოუგებს? ვერცერთს!
gogia
19:37 26-07-2015
0
ისეთი სურათიც გიდევთ ვითომ ისე ეშინიათ ირლანდიელებს საქართველოში ჩამოსვლა რომ ბრჩხილებს იჭამენ.
nika
17:42 26-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული