პოლ უოლში ახლა 52 წლისაა, ის 1994-95 წლების სეზონში თამაშობდა "მანჩესტერ სიტიში", უფრო მეტი დრო კი მან "ტოტენჰემსა" და "ლივერპულში" გაატარა.
ახლახან უოლშმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომლის ერთ თავში "სიტის" უბედურებების ერთ-ერთ მიზეზად ქინქლაძეს ასახელებს.
"ჩემი აზრით, გიორგი იყო კატალისტი "მანჩესტერ სიტის"პრობლემების. არ შეგვეშალოს მე მას ახლაც მივიჩნევ საოცარ ინდივიდუალისტად, მისი ხუთი საუკეთესო გოლი რომ ავტვირთოთ YouTube-ზე, პლანეტის
მაგრამ ალან ბოლი ანებივრებდა ქინქლაძეს, მას სურდა, რომ გუნდი ქინქლაძის ირგვლივ აწყობილიყო. რამაც მთლიანად შეცვალა გუნდის დინამიკა და თან, ამ იდეამ არ იმუშავა. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გარემარბების ეფექტურობა.
და თან ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელზეც მთელი გუნდში შრომობს, ქინქლაძემ ვერ გაიტანა საკმარისი ოდენობით გოლები. ის ვერ იბრძოდა სათანადოდ, ვერ ურტყამდა თავით და მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, მის ტალანტთან შეფარდებაში.
დარწმუნებული ვარ, "სიტის" ბევრი ფანი მეტყვის: შეეშვი ქინქის, ის საოცარი იყო, მაგრამ მათ უბრალოდ შევახსენებ, რომელ სეზონში დაქვეითდა გუნდი", - წერს თავის წიგნში პოლ უოლში.