რუსეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში "სკა ენერგია" შინ "სიბირს" დაუზავდა - 1:1. შეხვედრის მე-16 წუთზე ციმბირელთა კარში გოლი ალადაშვილმა შეაგდო.
პრემიერლიგაში კი ერთი მატჩი გაიმართა. მოსკოვის "სპარტაკმა" შინ 1:0 მოუგო ყაზანის "რუბინს". რომ არა ამ გუნდის მცველის, საბა კვირკველიას დისკვალიფიკაცია (წინა ტურში გააძევეს), გუშინ "ქართული დერბი" შედგებოდა... კვირკველიასგან განსხვავებით, სპარტაკელთა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 55 წუთი
* * *
პოლონეთის ჩემპიონატში ხოჟუვის "რუხმა" გასვლაზე 2:1 მოუგო "კორონას". სტუმართა რიგებში სრულად ითამაშა როლანდ გიგოლაევმა, რომელსაც კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატად მოიაზრებს.* * *
ესტონეთის მეისტრილიგაში (უმაღლესი) "ფლორამ" სტუმრად 1:0 მოუგო "სილამიაე კალევს". "ფლორაში" 81 წუთი ითამაშა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა.* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში (უმაღლესი) უგოლოდ დაზავდნენ აუტსაიდერები - "კოოტეპე" და "ვაასა". მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გიორგი ოსიტაშვილი, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"