გიორგი პაპავა: ათენის აეკ-იდან ინტერესი იყო, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა

AutoSharing Option
საყრდენი ნახევარმცველი გიორგი პაპავა ზაფხულში მოულოდნელად გორის "დილაში" აღმოჩნდა. ეროვნული ნაკრების კანდიდატი, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ნახევარმცველი გუნდს ბელგრადის "პარტიზანთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ შეუერთდა.

22 წლის ფეხბურთელი კვიპროსული "ნეა სალამინადან" საკუთარი ნებით წამოვიდა, ერთწლიანი კონტრაქტი დაარღვია, რადგან კლუბს ბიუჯეტი გაუნახევრდა და შესაბამისად, პაპავასაც პირობები გაუუარესდა.

გაზაფხულზე, "ლელოსთან" ინტერვიუში, პაპავამ თქვა, რომ საბერძნეთიდანაც ჰქონდა წინადადება. მაშინ მან კლუბის დაკონკრეტება არ ისურვა, ახლა კი შევიტყვეთ, რომ "დილას" ნახევარმცველს მოლაპარაკება ჰქონდა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბერძნულ კლუბ ათენის აეკ-თან, სადაც თავის დროზე თემურ
ქეცბაია
თამაშობდა.

გიორგიმ ეს ინტერესი "ლელოსთან" დაადასტურა, მაგრამ დანარჩენი აღარ დაუკონკრეტებია.

"ინტერესი იყო არა მხოლოდ აეკ-იდან, არამედ სხვა გუნდებიდანაც, მაგრამ ტრანსფერი ვერ შედგა, მიზეზებზე კი არ დავკონკრეტდები. ფაქტია, რომ ამიტომ აღმოვჩნდი "დილაში", სადაც დეკემბრამდე ვითამაშებ. მერე რა იქნება, ჯერ ამის თქმა გამიჭირდება", - ამბობს პაპავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მარჯვენა მცველად მანადაც არ იკადრებ ალბათ თაამაშს ))))))))))))))))
FC DT
17:11 05-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული