თურქულმა გუნდმა ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გასვლაზე წააგო მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან" (0:1), ხოლო საპასუხო შეხვედრაში დამატებით დროში ფრეს დასჯერდა - 1:1.
"მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ამ შედეგის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპალიგიდან გავვარდით, სწორ გზაზე ვართ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და მათ შეთამაშება სჭირდებათ.
თურქეთის ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა.
ასევე იხილეთ:
ლეგიონი ევროპალიგაზე: შოთა არველაძემ სიტყვა ვერ შეასრულა