შოთა არველაძე: გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი ამ შედეგის გამო

AutoSharing Option
"ტრაბზონსფორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ევროპალიგიდან გამოვარდნის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.

თურქულმა გუნდმა ტურნირის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი შეხვედრა გასვლაზე წააგო მაკედონიურ "რაბოტნიჩკისთან" (0:1), ხოლო საპასუხო შეხვედრაში დამატებით დროში ფრეს დასჯერდა - 1:1.

"მინდა ბოდიში მოვუხადო გულშემატკივრებს ამ შედეგის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპალიგიდან გავვარდით, სწორ გზაზე ვართ. გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და მათ შეთამაშება სჭირდებათ.

თურქეთის ჩემპიონატში მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
ლეგიონი ევროპალიგაზე: შოთა არველაძემ სიტყვა ვერ შეასრულა
მკითხველის კომენტარები / 4 /
უი არველაძეეეე, შენი მწვრთნელობა არ გაიშვაDDD
0
ეეჰ, ბოდიშს შენი ძმა და სიჭინავაც იხდიან წლებია, მაგრამ რა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული