სავარაუდო ტრანსფერი: ლადო დვალიშვილი "ოდენსედან" პოლონეთის III ლიგაში მიდის

AutoSharing Option
ლადო დვალიშვილი დანიური "ოდენსედან" წასვლას აპირებს. ამის თაობაზე პოლონური პრესა წერს. პოლონური იმიტომ, რომ დვალიშვილის გადაბირება ვარშავის "პოლონიას" სურს, თუმცა ტრანსფერის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

29 წლის ფორვარდი "პოლონიაში" 2012/13 წლების სეზონში თამაშობდა. თუმცა იმავე სეზონში ეს კლუბი (სრული სახელწოდება MKS Polonia Warszawa) გაკოტრდა და რანგით VI (სამოყვარულო) ლიგაში აღმოჩნდა.

ამის შემდეგ "პოლონიას" გულშემატკივართა ერთმა ჯგუფმა თავიდან დააარსა კლუბი, რომელსაც ახლა KSP Polonia Warszawa ეწოდება.

შემდეგ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ შეცვალა გადაწყვეტილება და ახალშექმნილ "პოლონიას" ერთი საფეხურით (IV ლიგა, რანგით
V) დაწინაურების უფლება მისცა, საიდანაც გუნდი ერთ სეზონში უკვე III ლიგაში აღმოჩნდა. სწორედ ამ დონეზე მოუწევს თამაში დვალიშვილს, თუკი ეს ტრანსფერი განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ "პოლონიას" გარდა, დვალიშვილს სხვადასხვა დროს თბილისის "დინამოში", "ბათუმში", "ოლიმპში", "სკონტოში", ჰაიფას "მაკაბისა" და ვარშავის "ლეგიაშიც" უგორებია ბურთი.

საქართველოს ნაკრებში კი მისი მონაგარი 34 მატჩსა და 5 გოლს ითვლის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია მესამე ლიგას არ დათანხმდება, ეყოფა თავმოყვარეობა.
georgiano
17:09 07-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული