ლეგიონი: თორნიკე ოქრიაშვილისა და "გენკის" უგოლო ფრე ვარეგემში

AutoSharing Option
7 აგვისტოს, ბელგიის ჩემპიონატის III ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც "ვარეგემმა" თორნიკე ოქრიაშვილისა და ლუკა ზარანდიას "გენკს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.

ვარეგემში გამართულ შეხვედრაში ოქრიაშვილმა მოედანზე 71-ე წუთამდე დაჰყო, ზარანდია კი მატჩის განაცხადშიც არ ყოფილა.

სხვათა შორის, თორნიკე თურქეთის ნაკრების ამომავალმა ვარსკლავმა, 18 წლის ენეს უნალმა შეცვალა, რომელიც ამ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიმ" 2 მლნ ფუნტად იყიდა და იჯარით "გენკში" გაუშვა.

"გენკს" 4 ქულა აქვს და ამჟამად იუპერლიგის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული