შოთა არველაძე: ეს სამბაა თუ მაიკ ტაისონი?!

AutoSharing Option
"ტრაბზონსფორმა", რომელსაც ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე წვრთნის, მოსკოვის "დინამოდან" კრისტოფერ სამბას ტრანსფერის გამოსყიდვა გადაიფიქრა.

31 წლის აფრიკელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმების გავლა ვერ შეძლო. ამის შესახებ არველაძემ ისაუბრა.

"ეს ვიღაც სხვა სამბაა. ეს ის ადამიანი არ არის, რომელსაც მე ვიცნობ. ის მაიკ ტაისონს უფრო ჰგავს. მე ფეხბურთელი მჭირდება და არა მძიმეწონოსანი მოკრივე", - თქვა არველაძემ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ტრაბზონსფორი" სამბას ტრანსფერში 2 მილიონ ევროს იხდიდა.

მომზადებულია fanatik.com.tr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
შოთა არ იყო ფეხბურთელი?სასაცილოა მისი დონის თავდასხმელი საქართველოს კიდევ კარგ ხანს არ ეყოლება.ორჯერ გახდა ჰოლანდიის საუკეთესო ბონბარდირი ასევე შოტლანდიის,ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი აქ გატანილი და ფეხბურთელი არ იყოო?
დავითი
07:42 11-08-2015
0
აბა ვინ იყო ფეხბურტელი შოთა თუ არა?! ეგერე რამ დაგბოღმათ ხალხოო?!
ბუბა
23:22 10-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული