სანდრო კობახიძე უკრაინის ჩემპიონატის IV ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა Football.ua-მ ქვეყნის ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც "ვოლინში" იჯარით მოთამაშე სანდრო კობახიძეც შეიყვანა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა 7 აგვისტოს, ხარკოვის "მეტალისტთან" გამართულ შეხვედრაში (2:2) დიდებულად ითამაშა, რაც თამაშის შემდეგ როგორც "ვოლინის", ისე მეტოქე გუნდის მწვრთნელმაც აღნიშნა.


რაც მთავარია, სანდრომ ლუცკელთა ორივე გოლში შეიტანა წვლილი. აი, რას წერს Football.ua ქართველზე:

"ვოლინმა" მძლავრად დაიწყო, "მოტორი" კი კობახიძე იყო. უკვე მეორე წუთზე მან თავისი გუნდისთვის პენალტი მოიპოვა, რომელიც მატეიმ გოლად აქცია.
მეორე გოლიც კობახიძის ფლანგურ გარღვევასა და მატეიზე გაკეთებულ პასს მოჰყვა. მერე და მერე "ვოლინი" მოეშვა და მხოლოდ კობახიძე არ ზოგავდა თავს, რათა "დნიპროს" არ დაავიწყდეს მისი არსებობა".

შეგახსენებთ, რომ დნეპროპეტროვსკის "დნიპრო", რომელსაც ეკუთვნის კობახიძე, იჯარით გაშვებული ქართველის უკან დაბრუნებაზე ფიქრობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული