ჯაბა კანკავა კონტრაქტის გასაფორმებლად რეიმსში გაფრინდა

AutoSharing Option
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 13 აგვისტოს ჯაბა კანკავა რეიმსში გაფრინდა, რათა ადგილობრივ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.

ლიგა 1-ის ბინადართან ოფიციალური ურთიერთობის დასამყარებლად, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ბევრი აღარაფერი აშორებს.

"დნიპრო" უკვე ეძებს კიდეც მის შემცვლელს. ამას გარდა, ბოლო დღეებში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვიგებთ, რომ კანკავა ახლოსაა ტრანსფერთან;

კლუბებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს და შეთანხმდნენ 1 200 000 (სხვა ინფორმაციით, ეს თანხა 100 ათასით ნაკლებია) დოლარზე და ასე შემდეგ. თუმცა ოფიციალური დადასტურება გუშინ გვიან ღამემდე არ ჩან
და...

იმედი ვიქონიოთ, რომ ფინიშთან მისულ გარიგებას წინ აღარაფერი დაუდგება და კანკავა ევროპის ერთ-ერთ მოწინავე ჩემპიონატში ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფრანგული ტვ აცხადებს: რემსი დღეს ელოდება კანკავას კონტრაქტის გასაფორმებლად!
gaston
13:50 14-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული