რატომ ჩაიშალა თემურ ქეცბაიას კარიერის გაგრძელების ვარიანტები

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ბულგარეთის ჩემპიონი "ლუდოგორეცი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ეპატიჟებოდა.

როგორც თემურ ქეცბაიამ Sportall.ge-ს განუცხადა, კლუბთან კონტრაქტიც ხელმოწერილი იყო, მაგრამ ხელმოწერის შემდეგ მას აცნობეს, რომ გუნდში სამუშაოდ მხოლოდ მას ეპატიჟებოდნენ და საკუთარ სამწვრთნელო შტაბს ის ბულგარეთში ვერ წაიყვანდა. ქეცბაიას განცხადებით, ამის შემდეგ მან "ლუდოგორეცთან" ურთიერთობა დაასრულა.

- "ლუდოგორეცში" ხელი მქონდა მოწერილი, უნდა წავსულიყავი და არ წავედი. იმიტომ, რომ ბოლო მომენტში მითხრეს, მარტო შენ ჩამოდი, ასისტენტები გვყავსო. მე კიდევ ვუთხარი, ჩემი ასისტენტებით ჩამოვალ-მეთქი. მათაც ადვილი ეგონათ, რომ
მოლდოვურ გუნდთან არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ "მილსამთან" შინ და გასვლაზეც ორივე თამაში წააგეს.

ევროსარბიელის თამაშამდე, "ლუდოგორეცმა" 6 მილიონი გადაიხადა ორ ფეხბურთელში. ასეა, როდესაც არასწორად მოეკიდები საქმეს, დაისჯები. ბულგარელებს სხვანაირად ეგონათ. მე ვუთხარი, ან ჩემი ასისტენტებით ჩამოვალ, ან კარგად იყავით-მეთქი. მეორე დღეს, სხვა წაიყვანეს.

გადმომიგზავნეს კონტარქტი, ხელი მოვაწერე და გადავუგზავნე, მეორე დღეს სხვა დანიშნეს.

- რას აპირებთ?
- არ ვიცი. არასდროს ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში. მქონდა მოლაპარაკებები საბერძნეთის ნაკრებთან სამი თვის განმავლობაში. მოლაპარაკებებზეც ვიყავი ჩასული, მეუბნებოდნენ, შენ ყველაზე მეტი შანსი გაქვს, ნაკრები ჩაიბაროო.

"აპოელი", "პაოკი", "გაბალა" მეპატიჟებოდნენ. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა "გაბალას" ჩაბარება შუა სეზონში. არ მინდა, ვიღაცის დაწყებული ჩასვრილი საქმე ჩავიბარო, სადაც გამოსწორება ძალიან ძნელია.

როდესაც დასრულდება სეზონი, იმას არ იტყვიან, ვინ დაიწყო, იმას იტყვიან, ვინ დაასრულა.

მოველაპარაკე "გაბალას", რომ მაისში დავსხდებოდით მოლაპარაკებებზე ხელახლა. არ მქონდა ბევრი ინფორმაცია ამ გუნდზე. "პაოკსაც" ვესაუბრე და ვუთხარი, რომ საბერძნეთის ნაკრებთან მქონდა მოლაპაკარებები, მოვრჩები და დავილაპარაკოთ-მეთქი.

სანამ მე მოლაპარაკებები დავასრულე, იმათ სხვა მწვრთნელი მიიყვანეს. ფეხბრუთი ისეთი რაღაცაა, დღეს დაგირეკავენ და გეტყვიან, თუ გინდა მათი გუნდის მწვრთნელობა, რომ ეტყვი უარს, ნახევარ საათში ის წინადადება ძალაში აღარაა?

- რეალური შემოთავაზება გაქვთ რომელიმე გუნდისგან?
- მქონდა მოლაპარაკება ერთ გუნდთან. მითხრეს, ერთ კვირაში დავილაპარაკოთო. მწვრთნელი უნდა გაეშვათ, მაგრამ ერთი კვირა კი არა, სამი კვირაა, ყველა თამაშს იგებენ დიდი ანგარიშებით. არადა, ძალიან კარგი გუნდია, ძალიან მინდოდა იქ მუშაობა.

- საბერძნეთის გუნდზეა საუბარი?
- არა, საბერძნეთის გუნდი არ არის. დაინტერესებული ვიყავი. ახლა არ მინდა თქმა, მწვრთნელი მუშაობს და არ ვიტყვი, რომ იქ ერთ კვირაში მწვრთნელი უნდა გაეშვათ და მე უნდა მივეყვანე.

ყველაზე მეტად გული "აპოელზე" დამწყდა. გუნდი, რომელსც ჩემპიონობაზე, თასზე შეუძლია ბრძოლა, განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგა. გუნდი მომზადებულია, 2-3 კაცს დაამატებ. ახლა ფლეი ოფს თამაშობს, ისეთი გუნდი შეხვდა, დიდი შანსია, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს.

ბევრ ქვეყანაში ახლა იწყება ჩემპიონატები. სიმართლე გითხრათ, არ მინდოდა ევროპიდან წასვლა.

მქონდა საუდის არაბეთიდან, ყატარიდან, დუბაიდან, ჩინეთიდან შემოთავაზებები. ძალიან დიდ ფულზე იყო საუბარი. დუბაიზე ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ევროპაში მინდა დარჩენა. იქ თუ წახვალ, უკან ვეღარ დაბრუნდები. მხოლოდ ფული არ არის საქმე. მაგრამ, ვხედავ, გამოსავალი არ არის. 7 თვეა ასე ვარ, მომბეზრდა. მეც ბევრი შეცდომა დავუშვი.

"ნიუკასლის" ვარიანტი როცა გაქვს, გინდა, რომ ბოლომდე გაერკვიო სიტუაციაში, მაგრამ ბოლო მომენტში სხვას ამბობენ. მათაც თავიანთი ინგლისელი დანიშნეს. ვნახოთ, რაღაც იქნება. ერთ თვეში წავალ სადღაც. უნდა ელოდო, ვის ვერ წაუვა საქმე კარგად, რომ ის გაუშვან და შენ მიგიყვანონ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მგონი სწორად ჩამოაყალიბა აზრი, თუ რატომ არის ამდენია ხანი უმუშევარი, რაც მისგან ცოტა გასაკვირია, მაგრამ თქვენ რატომ გეპარებათ მის "შემოქმედუნარიანობაში" ეჭვი ვერ ვხედავ. ბევრი კლუბი ეპატიჟებოდა, მარგამ ბევრგან თვითონ არ უნდოდა. ამ ყველაფერს უბრალოდ წაკითხვა უნდა, მეტი არაფერი. ხომ გაიგეთ, ხელშეკრულებაც გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ მას არ უნდოდა იქაური ასისტენტები. ასევე ნიუკასლთან მოლაპარაკების დროს უნდოდა გარკვეულიყო ბოლომდე და სხვა გუნდებს უთხრა უარი, იგივე იყო საბერძნეთის ნაკრებთან მოლაპარაკების დროსაც და ა.შ. დღეს ბევრი კარგი მწვრთნელია უმუშევარი, მაგრამ მათ შემოქმედების უნარს კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. ფეხის დაცდენას რაც შეეხება, საუბარი აქვს სეზონის (ასევე წინასასეზონო მომზადების პროცესში) დაწყების შემდეგ ან დაწყებისთანავე, სადაც მწვრთნელები უკვე დანიშნულები არიან (ერთ თვეშიო რომ ამბობს ტყუილად არ ამბობს) ვიღაცას ფეხი უნდა დაუცდეს რომ იმ კლუბში წახვიდე, აბა სხვანაირად როგორ გინდა? ბევრი სახელოვანი მწვრთნელი მოუხსნიათ შუა სეზონში და ბევრიც უფრო ადრე, ამიტომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა
გულშემატკივარი ამკ-ს
12:43 17-08-2015
0
თემო არ იდარდო კვიპროსში მაინც დაგიძახებენ რომელიმე კლუბში,მანამდე კი საფეხბურთო აკადემია ხომ გაქვს მანდ და იმას მიხედავ,ევროპას საუკეტესო დაცვის პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებს დაუზრდი
zura
08:26 17-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული