დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და "რეიმს" შორის მოლაპარაკების რამდენიმე კვირიანი საგა დასრულდა. კანკავა 13 აგვიტოს ღამით ჩაფრინდა რეიმსში და ერთდღიანი მოლაპრაკების შემდეგ ფრანგულ კლუბს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.
ხოლო პარასკევს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა, იტყობინება ფრანგული გამოცემა lunion.com-ი.
წყაროს ცნობით კანკავამ "რეიმსთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.
სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რეიმს" ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
lunion.com-ის ცნობით კანკავა გულშემატკივრების წინაშე დღეს "მარსელთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის
შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "დნიპროში" 2007 წლიდან თამაშობდა.
წარმატებები ჯაბა!