ჯაბა კანკავა "რეიმსის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგული "რეიმსის" ფეხბურთელია.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროსა" და "რეიმს" შორის მოლაპარაკების რამდენიმე კვირიანი საგა დასრულდა. კანკავა 13 აგვიტოს ღამით ჩაფრინდა რეიმსში და ერთდღიანი მოლაპრაკების შემდეგ ფრანგულ კლუბს კონტრაქტის დეტალებზე შეუთანხმდა.

Sportall.Ge

ხოლო პარასკევს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტს ხელი მოაწერა, იტყობინება ფრანგული გამოცემა lunion.com-ი.

წყაროს ცნობით კანკავამ "რეიმსთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რეიმს" ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

lunion.com-ის ცნობით კანკავა გულშემატკივრების წინაშე დღეს "მარსელთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის
მატჩში წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "დნიპროში" 2007 წლიდან თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე ჯაბა, ძაან მაგარი ადამიანი. პროფესიონალი და პატრიოტი კაცი. წარმატებები!!!
Georgiano
15:11 16-08-2015
0

წარმატებები ჯაბა!
giorgi
13:46 16-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული