"რეიმსმა" ჯაბა კანკავა ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
ფრანგულმა კლუბმა "რეიმსმა" საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანაკა ოფიციალურად წარადგინა.

"რეიმსმა" ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელა.

კანკავამ "რეიმსთან" 4-წლიან (3+1) კონტრაქტს მოაწერა ხელი. გარიგების სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ქართვეკუ ფეხბურთელი ფრანგულ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

Sportall.Ge

სხვადასხვა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "რეიმს" ტრანსფერი 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

კანკავა გულშემატკივრების წინაშე დღეს "მარსელთან" საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში წარსდგება.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა "დნიპროში" 2007 წლიდან თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ნამდვილ ქართველს!
georgiano
01:59 17-08-2015
0
ვულოცავ კანკავას მაღალი დონის ჩემპიონატში გადასვლას. ვუსურვებ ჯანმრთელობას და გამარჯვებებს. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა უნდა მიბაძონ. მიუხედავად საქართველოში არსებული დაჭაობებული და კორუმპირებული საფეხბურთო გარემოსი კანკავამ თავისი შრომით და მიზანდასახულობით მიაღწია იმას რომ დღეს საფრანგეთის პირველ ლიგაში თამაშობს. თუ შრომა არ გეზარება საქართველოდანაც შეიძლება დაიწყო წარმატების მიღწევა და მომდევნო ასპარეზი მთელი მსოფლიო არის. სანთელ-საკმეველი თავის გზას ყოველთვის იპოვნის.
ლუკა
02:57 17-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული