უკრაინული "სპორტ-ექსპრესი" შიშობს: საქართველო ბექა ვაჩიბერაძეს გვართმევს

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ვაჩიბერაძე თანამემამულეების გარემოცვაში
უკრაინულმა "სპორტ-ექსპრესმა" სტატია გამოაქვეყნა, სადაც ერთი ქვეთავი უკრაინის მოქალაქეობის მქონე ქართველ ფეხბურთელს, ბექა ვაჩიბერაძეს და მის მომავალს მიეძღვნა.

ბოლო ცნობებით, დონეცკის "შახტარის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას იცავდა, შესაძლოა კარიერა ესპანეთში გააგრძელოს...

აი, რას წერს გამოცემა:

"პირინეის ნახევარკუნძულზე უკრაინის ჭაბუკთა ნაკრების კიდევ ერთ მოთამაშეს ელიან - ბექა ვაჩიბერაძეს, რომლის კონტრაქტიც "შახტართან" ამოიწურა. თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ მიგვანიშნა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუკი ესპანეთში თამაშის შანსი მიეცემა. ჭორებმა ნახევარმცველი უმალ "რეალ სოსიედადს" დაუკავშირა,
თუმცა იმავე ხმებმა მოგვიანებით ის ისევ სევილიაში, ოღონდ "ბეტისში" წაიყვანა.

მაგრამ ესპანეთიდან ჯერჯერობით ჩამიჩუმი არ ისმის...

სადაც არ უნდა წავიდეს ბექა, მთავარია, რომ ის უკრაინის ნაკრებში დარჩეს, მაგრამ არსებობს საფრთხე, რომ ქუთაისში დაბადებული ვაჩიბერაძე, რომელიც ფეხბურთით სერიოზულად ჯერ ოდესაში დაკავდა, შემდეგ კი "შახტარის" აკადემიაში გააგრძელა წვრთნა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გადაიყვანონ.

საქმე ისაა, რომ უკრაინის 1996 წელს დაბადებულთა ნაკრებმა არსებობა შეწყვიტა, ხოლო იმისთვის, რათა სერგეი კოვალცის გუნდში მოხვდე, სადაც ორი წლით უფროსი ფეხბურთელები ირიცხებიან, რეგულარულად უნდა თამაშობდე. აი, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში კი, სავარაუდოდ, სიხარულით მიიწვევენ ვაჩიბერაძეს, თუნდაც სათამაშო პრაქტიკის გარეშე მყოფს...

როგორც ფეხბურთელი კი, ის ნამდვილად მაღალი კლასისაა... აი, არტურ მირანიანი კი ჩვენ უკვე დავკარგეთ..."

sportall.ge-მ უკრაინული მედიის ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე ჩივაძესთან გადაამოწმა.

ჩივაძის თქმით, ჩვენს ნაკრებში ვაჩიბერაძის გამოძახება გამორიცხულია: "ვაჩიბერაძე უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ მას ჩვენ ნაკრებში ვერ გამოვიძახებთ".

ასევე იხილეთ:
ბექა ვაჩიბერაძე: თქვენ გგონიათ, ამაზე არ ვფიქრობ? სულითა და გულით ქართველი ვარ, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 6 /
Amerikis Mogalate. როგორ გტყობ რომ რუსეთუმე ხარ?მე გეტყვი: ეგნი და ბერძნები და კიდევ რუსები არიან ქურდები და იცი რატომ?იმიტომ რომ საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა ვინც ჩვენ ომარ თეთრაძე აგვახიეს,ცხადაძეს უნდოდათ მაგრამ არქნა კახამ ეს ცუდი საქმე.უკრაინას იურანი,ციმბალარი,კიდევ ბევრი უკრაინელი მაგრამ სამწუხაროდ გვარები აღარ მახსოვს,აზრბაიჯანს რამის მამედოვი აახიეს თავის დროზე.გარდა ამისა ალან ძაგოევ სქმე საქმეზე რომ მიდგეს წესით საქარტველოს ნაკრებში უნდა თამაშობდეს რადგან კახეთიდან არის მისი ოჯახი და რუსი რომ არ არის ხო ფაქტია,კიდევ ერთი მოქმედი ცსკ-ელი ოსი ყავთ ნაკრებში და არც არტემ ძიუბა არის ეროვნებით რუსი.ტუ ასე შევხედავთ ბერძნები და უკრინელები კი არა ფრანგბი,რუსები და ჰოლანდიელები ყოფილან ყველაზე ქურდი ქვეყნები
Bacho
22:46 22-08-2015
0
ბატონ ალექსანდრეს მინდა მივმართო, ბატონო ალექსანდრე, რომ იძახი უკრაინის მოქალაქეა საქართველოში ვერ ითამაშებსო, ფეხბურთელი გამოჩნდა, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უნდა თამაში და თქვენ იმის ფუფუნება გაქვთ, რომ იგი არ შეამჩნიოთ და არ ეცადოთ მისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მინიჭება? არ გეკადრებათ. რაც შეეხება ე.წ. ხახოლების თემას, მოკეტე ვიღაც ხარ, ჯერ იმიტომ, რომ არც ქართველები ვართ სხვაზე ნაკლები არამზადები.....
0

სიახლეები პოპულარული