გიორგი ლორიას იჯარა "ლევადიაკოსს" სურს

AutoSharing Option
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პირეოსის "ოლიმპიაკოსი" გიორგი ლორიას "ლევადიაკოსში" გაუშვებს. ბერძნულ გრანდში ლორია მესამე მეკარედ ითვლება რობერტოსა და კაპინოს შემდეგ და სათამაშო პრაქტიკის პერსპექტივა არა აქვს.

მედიის ინფორმაციით, "ლევადიაკოსი", რომელმაც ჩემპიონატი მარცხით დაიწყო, დღეს-ხვალ ლუკა ფავალის დაიმატებს, შემდეგ კი ქართველი მეკარის ჯერია.

"ლევადიაკოსი" ელის "ოლიმპიაკოსის" გადაწყვეტილებას ლორიას ტრანსფერზე. საუბარია იჯარაზე. ყველაფერი შესაძლოა, 26 აგვისტოსთვის გაირკვეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოფილიყო ჭკვიანად და დინამოდან არ გაუშვებდნენ...ახლა ესეც დაჯდება და...
ucxoplaneteli
21:03 25-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული