"ანორთოსისში" ამჟამად ორი ჩვენებური თამაშობს - ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია. კვიპროსის ჩემპიონატში გუნდი მაღალ მიზნებს ისახავს.
"ანორთოსისის" მთავარი მწვრთნელი გახლავთ ჰოლანდიელი სპეციალისტი ანდრე პაუსი. ის თავის დროზე "ვიტესის" დუბლშემადგენლობას წვრთნიდა და აქედან გამომდინარე, ქართველის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს.
ჭანტურიას აქამდე "ბარსელონას" ჭაბუკთა გუნდში, "ვიტესში", "ალანიასა" და "კლუჟში" უთამაშია. მას კონტრაქტი აკავშირებდა იტალიურ "ვერონასთან", თუმცა აპენინური გუნდის შემადგენლობაში ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.
რაღა შეხსენება გჭირდებათ, რომ ჭანტურიას გაკვალულ გზაზე მოუწევს სიარული "ანორთოსისში" მისვლის შემთხვევაში - ამ გუნდის ცოცხალ ლეგენდად და ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია მიიჩნევა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"