თარგამაძე თავის ყოფილ გუნდში იჯარის წესით 2015 წლის ბოლომდე ითამაშებს.
ამის შესახებ დონეცკის "შახტარის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
"ოლექსანდრია" ამჟამად უკრაინის პრემიერლიგაში ასპარეზობს და 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ თარგამაძე "ოლექსანდრიაში" 2010/11 წლების სეზონში თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა. თარგამაძე იმ დროს "ოლექსანდრიას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, რის შემდეგაც "შახტარში" გადავიდა.