დავით თარგამაძე კარიერას "ოლექსანდრიაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე კარიერას "ოლექსანდრიაში" გააგრძელებს.

თარგამაძე თავის ყოფილ გუნდში იჯარის წესით 2015 წლის ბოლომდე ითამაშებს.

ამის შესახებ დონეცკის "შახტარის" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

"ოლექსანდრია" ამჟამად უკრაინის პრემიერლიგაში ასპარეზობს და 5 ტურის შემდეგ 4 ქულით მე-11 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ თარგამაძე "ოლექსანდრიაში" 2010/11 წლების სეზონში თამაშობდა და ამ ხნის განმავლობაში 35 მატჩში 12 გოლი გაიტანა. თარგამაძე იმ დროს "ოლექსანდრიას" ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, რის შემდეგაც "შახტარში" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
უთავმოყვარეები! სიბნელეში მაინც გაიქცნენ ესე მუსიკებიტ და ხმაურიტ რომ ჩადიან
vova
20:49 27-08-2015
0
ამან სიგარეთის მოწევას თავი გაანება. დღეში რამდენ კოლოფზეა?
რამნიშვნელობა აქვს
16:31 27-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული