გავუსწრებთ მოვლენებს და გეტყვით, რომ კვირკველია ერთადერთი ქართველია, რომელიც ევროთასებს შემორჩა.
პირველ მატჩში შინ დამარცხებულმა (0:1) "ზორიამ" გასვლაზე დიდი ბრძოლა გაუმართა პოლონური ფეხბურთის გრანდ "ლეგიას", თუმცა საბოლოოდ აქაც დამარცხდა (2:3) და ტურნირს მიღმა დარჩა. ლუგანსკელთა ქართველი ლეგიონერი ჯაბა ლიპარტია თამაშში მხოლოდ 87-ე წუთიდან ჩაერთო.
* * *
ლიტვის ჩემპიონატში "ტრაკაიმ" * * *
რუსეთის თასის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია "სკა ენერგიამ", რომელმაც "ბელოგორსკს" გასვლაზე 4:0 მოუგო. ერთი გოლი (78-ე წუთი) მიითვალა ლაშა იმედაშვილმა, რომელიც სტუმართა რიგებში შეცვლაზე შევიდა; კახა ალადაშვილს არ უთამაშია.ამავე გათამაშებაში "არმავირმა" სტუმრად 2:0 მოუგო როსტოვის სკა-ს. ანგარიში მე-4 წუთზე ირაკლი გეფერიძემ გახსნა. მის გარდა, არმავირელთა რიგებში ითამაშეს ირაკლი ჭეჟიამ, დავით ხურციძემ და ლევან ჯღარკავამ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"