ლადო დვალიშვილი: იმედია, "პოგონში" გატანას დავიწყებ და ნაკრებში კვლავ დამიძახებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კანდიდატი, 29 წლის ლადო დვალიშვილი პოლონეთში დაბრუნდა. დანიური "ოდენსეს" აწ უკვე ყოფილმა შემტევმა შჩეცინის "პოგონთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და შაბათს დებიუტიც ჰქონდა (იხ. "ლეგიონის უქმეები").

პოლონეთში დვალიშვილს ადრეც უთამაშია, იცავდა "პოლონიასა" და "ლეგიას" ღირსებას. ამ უკანასკნელთან ერთად დვალიშვილი ორჯერ იყო პოლონეთის ჩემპიონი.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მან პოლონელ ჟურნალისტებს უთხრა:

"ახალ კლუბში ფეხბურთელთაგან ვიცნობ მხოლოდ მილოშ პრჟიბეცკის. მასთან ერთად "პოლონიაში" მითამაშია. ჩემთვის ნაცნობია ასევე მთავარი მწვრთნელი შჩესლავ მიხნევიჩიც. მასთან მცირე ხანი, მხოლოდ 3 თვე ვიმუშავე...

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს,
რთულია იფიქრო ეროვნულ გუნდზე მაშინ, როცა დიდხანს არ თამაშობ. მარტივი და ნორმალურია - როცა არ თამაშობ, ნაკრებშიც არ გიწვევენ.

იმედია, "პოგონში" გოლების გატანას დავიწყებ და საქართველოს ნაკრებში კვლავ დამიძახებენ. ამ დროისათვის კი ეროვნულ გუნდში 3 კარგი ფორვარდია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული