თემურ ქეცბაია: ბოლოს ჩემზე ბევრი რამ ითქვა, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი [VIDEO]

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ის მწვრთნელის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა - მისმა გუნდმა "პაფოსს", სადაც ხუთი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, 6:2 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ერთი გოლი წაგებულთაგან შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით გია გრიგალავამ გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაია გახარებული იყო. აი, რა განუცხადა მან cyprusscore.com-ს:

"ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები და ეს ანგარიში ცოტა უსამართლოა "პაფოსისთვის". ბოლო დღეები მხოლოდ იმით ვიყავი დაკავებული, რომ გუნდის განწყობის ამაღლებას ვცდილობდი, რადგან ამ მხრივ, დიდი პრობლემა იყო. მაგრამ ჩვენ ეს სერიოზული პრობლემები დავძლიეთ და
მოხარული ვარ ბიჭების გამო. მათ ყველაფერი გაიღეს და ბევრი გოლიც გაიტანეს დღეს.

ძალიან კარგია, რომ სანაკრებო პაუზა იწყება, რადგან რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმირებულია და მათ აეკ-თან დაბრუნების შანსი მიეცათ.

კავენაგის სტარტით კმაყოფილი ვარ, მან ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ბოლომდე არ მორგებია ახალ გუნდს. ფერნანდომ სადებიუტო მატჩში, მაშინ, როცა საუკეთესო ფორმაში არაა, ორი გოლი გაიტანა, რაც მის კლასზე მიუთითებს. განსაკუთრებით პირველი გოლი იყო რთულად შესასრულებელი.

ბოლო დროს ჩემ შესახებ ბევრი რამ ითქვა, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი. ჩემს კარიერაში ბევრს მივაღწიე, როგორც ფეხბურთელის რანგში, ასევე მწვრთნელის. ამ ყველაფერს სიამაყით ვიხსენებ. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულია. ახლა ჩემი მომავალი აპოელ-ია და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდმა დასახულ მიზნებს მიაღწიოს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი 9-თვიანი უმუშევრობის შემდეგ აპოელ-ის მწვრთნელად დაინიშნა, მას მერე, რაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფში ყაზახურმა "ასტანამ" გამოაგდო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
უფალი გცხალობდეტ ქეცბა და სოსო
kaxa gelenidze
11:42 01-09-2015
0
წარმატებები ქეცბა !
Giorgi
10:24 01-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული