როგორც ჩანს, "კრილია სოვეტოვი" კიდევ ერთ ლეგიონერს, მეკარეს დაიმატებს. ეს იქნება საქართველოს ნაკრების 29 წლის გოლკიპერი გიორგი ლორია. სატრანსფერო ფანჯარა კი დაიხურა, მაგრამ რუსულ კლუბებს კიდევ შეუძლიათ უცხოელი თავისუფალი აგენტების დამატება.
"კრილია" მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის ტრანსფერზე და მზად არის, ის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანოს. მეკარე თავისუფალი აგენტის სტატუსით დაემატება. ახლა მიდის საბუთების გაფორმების და ფეხბურთელისთვის ვიზის მინიჭების პროცესი. კლუბს იმედი აქვს, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება,
გიორგი ლორიამ გასული სეზონი ოფი-ში გაატარა, შემდეგ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყვიტა.
სამარის "კრილია სოვეტოვი" 10 ქულით მე-7 ადგილზეა. გუნდის ძირითადი მეკარე ევგენი კონიუხოვია.