არჩილ არველაძე "ტრაბზონისთვის" ევროპაში ტალანტებს აღმოაჩენს

AutoSharing Option
karar.com-ის ინფორმაციით, ამიერიდან "ტრაბზონსფორისთვის" ევროპიდან ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად არჩილ არველაძე იმუშავებს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ძმა ისეთ ლიგებს დააკვირდება, როგორებიც ჰოლანდია, ბელგია და ავსტრიაა.

ამ გადაწყვეტილების მიზანი, გარკვეულწილად, თანხების დაზოგვაცაა, რადგან "ტრაბზონი" მზა ვარსკვლავებში საკმაო თანხას ხარჯავს სატრანსფერო ბაზარზე. შეგახსენებთ, რომ "ტრაბზონს" არჩილის ტყუპისცალი შოთა არველაძე წვრთნის.

იმავე წყაროს ცნობით, უკვე შერჩეულია 20 წლის ავსტრიელი შემტევი ვენის "რაპიდიდან" - ლუის შაუბი.

შეგახსენებთ, რომ არჩილ არველაძე ახლახან, ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე გადადგა სფფ-ის სპორტული დირექტორის თანამდებობიდან.
მკითხველის კომენტარები / 3 /
შოთა იქნებ რევაზსაც გაუჩითო პაწია სამსახური მანდ დიდ თურქისტანში?! ხალხი იმდენს დაგლოცავს შენ აზრზე არა ხარ..............
shotas
22:56 04-09-2015
0
მესამეც წაიყვანეთ და ტქვენ გენაცვალოთ ჩემი თავი
luiiiz
23:05 04-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული