ამ შეხვედრაში "პოგონის" ახალწვეულმა ლადო დვალიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და ახალ გუნდში პირველი გოლიც გაიტანა. მე-60 წუთზე ქართველმა ფორვარდმა ანგარიში 5:0 გახადა. მან საჯარიმოში მეტოქის მცველთა არეულობით ისარგებლა და ჭკვიანური დარტყმით დალაშქრა კარი.
ligapolska.net-ის ინფორმაციით, ლადო დვალიშვილის აყვანა დანიური "ოდენსედან" კიდევ ორ პოლონურ კლუბს სურდა, კრაკოვის "ვისლას" და "კრაკოვიას".
"დვალიშვილი ორ კრაკოვურ კლუბს სურდა. ჩვენ ვიცოდით, რომ ლადოს მენეჯერი კრაკოველია, ეს კი მათ უპირატესობას აძლევდათ. ამიტომ გადავწყვიტეთ,
ექსტრაკლასას მორიგ ტურში "პოგონი" 13 სექტემბერს მასპინძლობს "პიასტს" და დვალიშვილს უკვე სასტარტო შემადგენლობაში მოიაზრებენ.