ლეგიონი: მათე ვაწაძემ "ორჰუსი" წაგებისგან ვერ იხსნა

AutoSharing Option
11 სექტემბერს დანიის სუპერლიგაში VIII ტური ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გუნდი "ორჰუსი" სტუმრად "ჰობროს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ის 79-ე წუთზე შეცვალეს, სათადარიგოთა შორის მყოფ სხირტლაძეს კი თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია.

“ჰობრომ” ანგარიში 28-ე წუთზე გიოკჰან კაიას გოლით გახსნა, 45-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა - თომას ჰანსენმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოო ანგარიში მარტინ მიკელსენმა 89-ე წუთზე დააფიქსირა.

"ორჰუსს" 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, თუმცა
მისი გადასწრების შანსი ერთბაშად სამ გუნდს აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული