აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-4 ტურში ზაურ სვანაძის "ინტერმა" მოულოდნელად, 2:1 დაამარცხა "გაბალა". ამ შეხვედრაში კარგად გაისარჯა საქართველოს ნაკრების ვეტერანი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი, რაც მას ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრად დაუფასდა.
Azerifootball.com-ის ვერსიით "ინტერის" ქართველებიდან სწორედ ხიზანიშვილი მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში:
"გამოცდილ ქართველ მცველს გაუმართლა, რომ მისი ოპონენტი ალექსეი ანტონოვი იყო, რომელიც კიდევ უფრო ნელია. ასეთი ფორვარდის წინააღმდეგ ხიზანიშვილი სიტუაციის მეფე იყო.
მართალია, ბოლოს ანტონოვმა მაინც გაიტანა, მაგრამ ეს გოლი აღარაფერს ნიშნავდა. ხიზანიშვილი კარგად უძღვენოდა "ინტერის" დაცვის ხაზს. ის ბოლომდე დაიხარჯა", - წერს საიტი.
17:36 15-09-2015
ზურაბ ხიზანიშვილი აზერბაიჯანის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამანაც მესი გაანეიტრალა რაა!
0
0
საქ ნაკრებს უნდა გამოადგე ჯიგარ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული