შოთა არველაძე სტამბოლელი "ლომების" დასამარცხებლად ემზადება

AutoSharing Option
19 სექტემბერს თურქული სუპერლიგის მე-5 ტურში შოთა არველაძის "ტრაბზონსფორი" სტამბოლის "გალათასარაის" მასპინძლობს. არველაძის გუნდს შესანიშნავი სტარტი აქვს 10 ქულით მეორეა, თუმცა ლიდერ "ფენერბაჰჩესაც" ამდენივე ქულა აქვს.

"როცა "გალათასარაის" ეთამაშები, მინდორზე მეტი კონცენტრაციაა საჭირო. 3 ქულა - ეს არის ჩვენი მიზანი ყოველი მატჩის წინ, "გალა" კი უშუალო კონკურენტია, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 5 ქულა აქვს.

წარმატება მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ქულების თვალსაზრისით, ასევე ბიჭების მოტივაციისთვის. ფეხბურთელებმა კარგად იციან, რას ნიშნავს ეს მატჩი ქალაქისთვის.

მინდა მოვუწოდო, ფანებს, მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ.

ჩემპიონატი ახალი დაწყებულია,
30 ტური წინაა, ასე რომ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. ჩვენ ყოველი მატჩის წინ ვემზადებით და არ ვფიქრობთ სხვა თამაშებზე, არც ქულებს ვითვლი ჯერ, რადგან ადრეა", - განუცხადა არველაძემ ჟურნალისტებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლ შოტი მაგარი კაცი ხარ, მუსუსებო მიბზდზეთ შოტის
malxazi
13:07 19-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული