სანდრო გურული აზერბაიჯანის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
სანდრო გურული, რომელიც ახლახან გადავიდა აზერბაიჯანულ აზალ-ში, ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. "სუმგაითთან" შეხვედრაში გურულმა მატჩის მიწურულს, 94-ე წუთზე გაიტანა გოლი.

როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები წერენ, გურულმა თავით, ვარდნაში გაიტანა. 29 წლის ფეხბურთელმა აქამდე არაერთ გუნდში ითამაშა. მისი ბოლო კლუბი "სამტრედია" იყო.

გურულს საუკეთესო პერიოდი ლვოვის "კარპატიში" ჰქონდა. საქართველოს ნაკრებში მან 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული