"ზებრებმა" 1:0 მოუგეს "პადერბორნს". ეს ერთადერთი გოლი 22 წლის ქართველმა შემტევმა 81-ე წუთზე გაიტანა. ეს იყო "დუისბურგის" პირველი გამარჯვება მიმდინარე სეზონში.
ჭანტურია მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო საქმეში და გოლამდე, 71-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო.
ათ წუთში კი მოხდა მთავარი - ჭანტურიამ საჯარიმოს ხაზთან მიიღო ბურთი, ოსტატურად გათავისუფლდა მეურვისგან, იქვე ცრუ მოძრაობით მეორე მცველიც ჩამოიცილა და მეკარეს შორეულ დაბალ კუთხეში გაუტანა.
"დუისბურგის" მეორე ჩვენებური, ლაშა დვალი, სათადარიგო იყო.
* * *
კვიპროსის ჩემპიონატში კი თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა აპოელ-მა 5:0 გასვლაზე მოუგო "პარალიმნის" და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.