გიორგი ჭანტურია: მე დავბრუნდი, მოძულეებო!

AutoSharing Option
გერმანული "დუისბურგის" ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ "პადერბორნთან" სადებიუტო მატჩის შემდეგ კლუბის ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

ჭანტურიამ მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე "დუისბურგს" სადებიუტო მატჩში გატანილი გოლით პირველი გამარჯვება მოუტანა.

"ეს დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. სადებიუტო მატჩში გამარჯვების გოლი გავიტანე, რაც ძალიან სასიამოვნო იყო.

გუნდმა კარგად ითამაშა. მინდა, მადლობა ვუთხრა გუნდს და გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლომდე გვქომაგობდნენ", - განაცხადა ჭანტურიამ.

თავის დებიუტს ჭანტურია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა:

"რა დღეა! ჩემი
პირველი სადებიუტო მატჩი მეორე ბუნდესლიგაში! პირველი გოლი! პირველი სამი ქულა გუნდისთვის! მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის! (მე დავბრუნდი, მოძულეებო)"

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
წონა უნდა დაიკლო ვაჟკაც და იმდენი მოახერხო რომ 90 წუთი ირბინო და აი მერე ნახავ შენი გამჩერებელი სტადიონზე ტამაშის წესების დაცვით არ მეგულება, მაგრამ რად გინდა ეზარება, ეზარება და ეზარება
მამუკ
13:45 24-10-2015
0
ეს ყმაწვილი უდაოდ ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი, ნაკრებში რომ გამოიძახეს მაშინ გამიკვირდა კაი ღიპუცუნა რომ ჰქონდა(ჩვენთან ხომ ყველაფერი მოსულა) თუ შენ თავზე იმუშავებ გიორგი მაშინ ითამაშებ, ვერშეძლების ბოღმა მოიშორე და მიიხედმოიხედე, ქინქლაძის მაგალითი ყველასათვის საჩვენებელი უნდა იყვეს თუ როგორ არ უნდა გაფლანგო ნიჭი.
ერთი წლის მერე გნახავ შედეგით, არადა.....
ზაალი.
15:13 24-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული