"დუისბურგის" თავკაცი: გიორგი ჭანტურიამ პირობა აასრულა

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 ოქტომბერს გიორგი ჭანტურიამ თავის სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და სეზონში პირველად მოაგებინა "დუისბურგს" - 1:0. სხვათა შორის, ამ მატჩის შემდეგ წაგებული "პადერბორნის" თავკაცი გელჰაუზი თანამდებობიდან გადააყენეს.


ბრწყინვალე გოლის გატანის შემდეგ გიორგი ჭანტურია "დუისბურგის" თავკაც ჯინო ლეტიერისთან მიიჭრა და გვარიანად აჯაჯგურა, თანაც მისგან დარიგებები მიიღო.

მატჩის შემდეგ "დუისბურგის" თავკაცმა ახსნა, რაში იყო საქმე:

"ჭანტურია ერთი კვირა მიმტკიცებდა, რომ აუცილებლად მოვიგებდით და გოლს თავად გაიტანდა, მან პირობა აასრულა. ძალიან გახარებული
ვარ, მაგრამ გიორგი ფიზიკურად ჯერ არ არის მზად 90 წუთის სათამაშოდ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ!!! გიორგის აქვს მონაცემები,თუ არ ქართულმა სიზარმაცემ არ გადაძალა
0
რა მხეცივით ეცა მწვრთნელს
zura
19:23 06-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული