აზერბაიჯანში ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი ლომაია დასაჯეს

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა ბაქოს "ინტერის" ორ ჩვენებურ ფეხბურთელს - ზურაბ ხიზანიშვილსა და გიორგი ლომაიას.

საქმე ეხება "ყარაბაღთან" წაგებული (0:2) მატჩისას მომხდარ ინციდენტს.

"აზერისპორტის" ცნობით, ქართველების დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდა მათი მხრიდან მსაჯის შეურაცხყოფა. თუმცა, ამავე დროს, აზერბაიჯანული მედია იმასაც აღნიშნავს, რომ ქართველები ზედმეტად მკაცრად დაისაჯნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული