ბერძნული პრესა: თემურ ქეცბაია აეკ-ის თავკაცობასთან ძალიან ახლოს იყო

AutoSharing Option
ბერძნულ და კვიპროსულ სპორტულ მედიაში თემურ ქეცბაია კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. ბოლო დღეებში აქტიურად წერდნენ, რომ ქართველი სპეციალისტი ახლოს იყო ათენის აეკ-ის თავკაცობასთან.

მედიის ინფორმაციით, ათენის აეკ-მა ახლა უკვე კვიპროსული აპოელ-ის თავკაცს კონტრაქტი ორჯერ შესთავაზა.

აეკ-ის გენერალურმა მენეჯერმა დუშან ბაჟევიჩმა ყველაფერი შეათანხმა 47 წლის ქართველთან, რომელსაც, თითქოს, ტრაიანოს დელასი უნდა ჩაენაცვლებინა. ბაჟევიჩისა და ქეცბაიას კონტაქტი ორჯერ შემდგარა, ზაფხულის დასაწყისში და ცოტა მოგვიანებით.

ბოლოს კი ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ქეცბაიას მეგობარმა დელასმა აეკ-თან კონტრაქტი გააგრძელა.

ინფორმაციამ ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, რომ ათენის
აეკ-მა ოფიციალურად უარყო, თითქოს, გუნდის თავკაცად თემურ ქეცბაიას დანიშვნას აპირებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული