გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდთან ერთად თურქეთში გაემგზავრა

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ძირითად შემადგენლობასთან ერთად თურქეთში იახლა 17 წლის შემტევი გიორგი არაბიძე.

"შახტარს" მხოლოდ სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები არ ჰყავს.

ჯერჯერობით, არაბიძე ოფიციალურ მატჩებში ვერ თამაშობს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯერ 18 წლის არ არის. არაბიძე სრულწლოვანი მარტში გახდება.

11 ოქტომბერს "შახტარი" თურქეთში "ბეშიქთაშს" უნდა შეხვედროდა ამხანაგურად, მაგრამ ანკარის ტერაქტის გამო ეს მატჩი ჩაიშალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ნებარტვა მისცა უეფამ ეტკობა არ გაგიგიატ
koki
22:48 13-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული