მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გარდა, ამ გუნდში უთამაშიათ ლაშა შინდაგორიძესა (რომელიც ახლა ქუთაისის "ტორპედოშია") და გეგა დიასამიძეს (თბილისის "ლოკომოტივი").
...გასული სეზონის შემდეგ დევდარიანი უგუნდოდაა. თავის დროზე, როცა თემურ ქეცბაიამ დევდარიანი რამდენჯერმე გამოიძახა ნაკრებში, ფეხბურთელის ვერჩამოსვლის მიზეზად ტრავმა სახელდებოდა და რეალურად, ასეც იყო.
ახლა დევდარიანი დანიაშია, სადაც ოჯახი ჰყავს და მკურნალობს. მას
"მთელი გასული სეზონი ტრავმის გამო გამიცდა. ივნისში კი კლუბთან კონტრაქტი დამისრულდა და უგუნდოდ დავრჩი, რადგან ვმკურნალობ და წელის ტკივილის გამო ჯერ ვერც ვვარჯიშობ.
არც ვიცი, მოედანს როდის დავუბრუნდები ან საერთოდ, რა იქნება. იმედია, პრობლემა მოგვარდება და ისევ ვითამაშებ", - გვითხრა დევდარიანმა.
თემას ოდნავ გადავუხვევთ: გერმანიაში ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულებაზე ერთი მაგალითი მეტყველებს: უგუნდოთა ნაკრები გერმანიის საფეხბურთო კავშირის ხარჯზე ვარჯიშობს, შეკრებებზე უშვებენ და საკონტროლო შეხვედრების ორგანიზებაში ეხმარებიან.
ამაზე ვინ ოცნებობს, შეკრებებს ჩვენი უმაღლესი ლიგის გუნდებიც ვერ ატარებენ. უგუნდოთა ნაკრების დაფინანსებას კი გერმანული ბიუჯეტი თუ შეეჭიდება.
ჩვენს შემთხვევაში, ცნობილია, რომ საქართველოში ფეხბურთელების მკურნალობა პრობლემურია და ამის მსხვერპლი არაერთი მოთამაშე გამხდარა. კარგი იქნება, ფეხბურთში სამედიცინო მომსახურებას ყურადღება მიექცეს, რადგან ეს დღეს თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანი თემაა.
რა თქმა უნდა, დევდარიანის შემთხვევაში იმავეს ვერ ვიტყვით, რადგან დანიაში პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ ნაკრების მოთამაშე სერიოზულ პრობლემას მარტო ებრძვის, არადა, ამ საკითხში კარგი მრჩეველი და დამკვალიანებელი არ აწყენდა. ცოდვა იქნება, რომ ფეხბურთელმა, რომელსაც საკმაოდ კარგ დონეზე შეუძლია თამაში, კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"