ლუჩესკუმ თავისას მიაღწია - 17 წლის გიორგი არაბიძე დონეცკის "შახტარის" განაცხადშია

AutoSharing Option
გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდთან ერთად თურქეთში საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

11 ოქტომბერს "შახტარს" თურქეთში "ბეშიქთაშთან" უნდა ესპარინგა, მაგრამ ანკარის ტერაქტის გამო ეს მატჩი ჩაიშალა. სამაგიეროდ, არაბიძემ ითამაშა "ქონიასპორთან" ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დონბასელებმა 4:2 მოიგეს. მირჩა ლუჩესკუმ ქართველი 55-ე წუთზე შეუშვა მოედანზე და შეტევის მარჯვენა ფლანგზე დააყენა.

იყო ინფორმაცია, რომ არასრულწლოვნობის გამო (18 წლის მარტში გახდება) არაბიძე "შახტარის" ოფიციალურ მატჩებში ვერ ითამაშებდა, მაგრამ შევიტყვეთ, რომ ლუჩესკუმ მოითხოვა, ყველა შესაძლო ხერხით მიეღწიათ იმისთვის, რომ უეფას დონეცკელებისთვის ქართველი "ბრილიანტის" (ასე უწოდებს რუმინელი
არაბიძეს) განაცხადში შეყვანის უფლება დაერთო.

უეფადან დადებითი პასუხი მოვიდა. არაბიძე "შახტარის" განაცხადშია და შეუძლია, უკრაინის ჩემპიონატშიც ითამაშოს და ჩემპიონთა ლიგაზეც. ეს ინფორმაცია ფეხბურთელის ოჯახში დაგვიდასტურეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ლუჩესკუმ სთხოვა ყველაფერი ეღონათო და რა იღონეს? რა თხოვნაზე მოვიდა თანხმობა უეფადან შახტარში? რა იყო საჭირო? რა ოფციები ჰქონდა გუნდს და რა გააკეთეს?
odala
01:41 15-10-2015
0
ინგლისური თუ არ იცით ვინმეს ჰკითხეთ მაინც - brilliant "ბრილიანტს" კი არ ნიშნავს... არამედ, ამ შემთხვევაში, "გამორჩეულს", "საუკეთესოს" :))
ბაჩა
03:07 15-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული