17:35 16-10-2015
ojogo: გიორგი მაკარიძე - "ფეირენშეს" უძინარი გმირი "ბოავიშტასთან"
AutoSharing Option
"მხოლოდ ოთხსაათიანი ძილი და დიდი მონდომება საკმარისი აღმოჩნდა გიორგი მაკარიძისთვის, რომ ის "ფეირენშეს" ისტორიაში შესულიყო.
სწორედ მან მოუპოვა "ფეირენშეს" ისტორიული მიღწევა - ლიგის თასის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. და ეს მოხდა გერმანია-საქართველოს (2:1) მატჩის დამთავრებიდან 24 საათზე ნაკლებში.
"გერმანიასთან თამაშის შემდეგ სასტუმროში ორი საათით დავიძინე. პორტუში 12-ის ნახევარზე ჩავფრინდი. ვარჯიშს ვერ მივუსწარი და პირდაპირ ლანჩზე მივედი.
ნაშუადღევს კიდევ 1,5 საათი დავიძინე. ძალიან მინდოდა "ბოავიშტასთან" თამაში, მზად ვიყავი, რადგან ნაკრებში ნაყოფიერად ვივარჯიშე", - განაცხადა ქართველმა გოლკიპერმა, რომელმაც ელიტის დივიზიონის გუნდთან პენალტების სერიაში (მატჩი 1:1 მორჩა) 5-დან 2 პენალტი მოიგერია.
"მწვრთნელი შემეკითხა, ხომ არ მინდოდა თამაში. მე დავთანხმდი, რადგან ძალიან დიდი სურვილი მქონდა. ცოტა დაღლილი და უძინარი კი ვიყავი, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობდი", - იხსენებს ფეხბურთელი, რომელმაც 5 პენალტიდან 4-ის მიმართულება გამოიცნო და ორი აიღო.
"მიხარია, რომ დარტყმის მიმართულებები სწორად გამოვიცანი და კლუბის ისტორიაში შევედი. მწვრთნელი მენდობა და ეს ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - გვითხრა მაკარიძემ.
"ლე მანის" ყოფილი ფეხბურთელი მეორე წელიწადია, პორტუგალიაში, მაგრამ ეჭვიც არ ეპარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო: "პორტუგალია ევროპის საუკეთესო ქვეყანაა. აქ ყოფნა საფრანგეთზე მეტად მომწონს. შესაძლოა, აქ ფული ნაკლებია, ვიდრე საფრანგეთში, მაგრამ ხალხი უკეთესია. ახლა ვოცნებობ, რომ უმაღლეს ლიგაში გადავიდეთ. ჩვენ საამისოდ საკმაოდ კვალიფიციური გუნდი გვყავს", - ამბობს მაკარიძე".
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ

უძრავი ქონება


140.00 k
225.00 k
220.00 k
350.00 k
სიახლეები
პოპულარული


