შოთა არველაძის საკითხი "ტრაბზონის" საბჭოზე გადაწყდება?

AutoSharing Option
haber61.net-ის ინფორმაციით, "ტრაბზონის" ცუდი შედეგების გამო კლუბის ხელმძღვანელობა საბჭოს მოწვევას გეგმავს.

ეს საბჭო რამდენიმე დღეში შეიძლება შედგეს და იქ კლუბის მენეჯერთა საკითხიც განიხილება.

საიტის ინფორმაციით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, დადგება თუ არა შოთა არველაძის გადაყენების საკითხი. თუმცა თავად ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა "მერსინთან" 2:3 წაგებული მატჩის შემდეგ, რომ კლუბის ხელმძღვანელობას დაელაპარაკება.

იგივე წყარო ამტკიცებს, რომ მწვრთნელის შეცვლით საქმეს დიდად არ ეშველება, რადგან პრობლემა უფრო ღრმაა "ტრაბზონში".

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ტრაბზონმა" ზედიზედ 4 თამაში წააგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული