შორიდან ცხრიანში! - გიორგი არაბიძის ულამაზესი გოლი "მალმიოს" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უეფას ახალგაზრდულ ლიგაში დონეცკის "შახტარი" შვედურ "მალმიოს" ესტუმრა.

უკრაინულ კლუბში სადებიუტო შეხვედრა (სასტარტო შემადგენლობაში) ჩაატარა გიორგი არაბიძემ, რომელმაც მეორე ტაიმში, 8-წუთიანი ინტერვალით, ჯერ საგოლე პასით გამოიჩინა თავი, მერე კი თავადაც გაიტანა - დაახლოებით 25 მეტრიდან ცაციათი დასცხო და ბურთი "ცხრიანში" გაახვია.

თავად მატჩი 5:5 დასრულდა. 3 ნოემბერს "შახტარი", რომელსაც ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა, "მალმიოს" საკუთარ მოედანზე შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაის 25 30მეტია
მიდი ხო მოვდივარ
16:05 22-10-2015
0
რა 25 მეტრი რატო 35 არაა?!მაგარი ბიჭია და წარმატებები!!!
Zviad
12:51 22-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული