გიორგი ნავალოვსკი და 19 წლის უცნობი ქართველი არნემის "ვიტესის" ობიექტივში

AutoSharing Option
"ვიტესის" წარმომადგენელი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - გოგა გახოკიძე ახლახან დაბრუნდა ჰოლანდიიდან. "ვიტესი" და ქართველი ფეხბურთელები განუყოფელი თემაა. ამ დროისთვის, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი არნემული გუნდის ლიდერები არიან.

როგორც ვწერდით, ადვილი შესაძლებელია, სულ მალე "ვიტესში" კიდევ ერთი ჩვენებური აღმოჩნდეს - საქართველოს ნაკრებისა და გორის "დილას" მარცხენა ნახევარმცველი გიორგი ნავალოვსკი. ცხადია, გახოკიძეს სავარაუდო ტრანსფერზე დავეკითხეთ.

"არნემული კლუბის ხელმძღვანელობას პირდაპირ ვუთხ
არი, რომ ნავალოვსკი "ვიტესს" მნიშვნელოვნად გააძლიერებს. მათაც და სამწვრთნელო შტაბსაც გიორგის თაობაზე "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშიაც ელაპარაკა.

ჩემი აზრით, ნავალოვსკის არ გაუჭირდება გუნდის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. დაველოდოთ და ვნახოთ, რა გამოვა", - გვითხრა გახოკიძემ და იქვე დასძინა, რომ "ვიტესის" ხელმძღვანელობას კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელზე ესაუბრა.

"ისინი აუცილებლად დაესწრებიან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მიერ გამართულ მატჩებს. კლუბის ხელმძღვანელობას ველაპარაკე კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის თაობაზე.

ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ გავამხელ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ 19 წლისაა და ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება", - ამბობს საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ მარცხენა მცველზეა საუბარი მაშინ ეს 19 წლის ბიჭი ჩემი აზრით გიორგი თევზაძე უნდა იყოს! :)
CFSAMTREDIA
17:19 23-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული