ნიკა ძალამიძის "რიზესფორი" თურქეთის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე "ბელედიესფორთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ძალამიძე განანცხადში ვერ მოხვდა.
იტალიის ჩემპიონატი. ლევან მჭედლიზის "ემპოლი" შინ "ჯენოას" ანგარიშით 2:0 სძლია. მჭედლიძე ტრავმირებულია.
გერმანიის ჩემპიონატი. მეორე დივიზიონი. გიორგი ჭანტურიას "დუისბურგი" შინ "ნიურბერგს" ანგარიშით 0:0 დაუზავდა. ჭანტურიამ მატჩი სრულად ჩაატარა.
კვიპროსის ჩემპიოანტი. უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" 6:0 გაანადგურა "პაფოსი". "პაფოსის" სასტარტო შემადგენლობაში სამი ქართველი იყო: როინ
გიორგი აბურჯანიასა და ირაკლი მაისურაძის "ანორთოსისმა" "ერმისს" 3:0 სძლია. აბურჯანიამ ბოლო 15 წუთი ითამაშა, ხოლო მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე იყო.
პოლონეთის ჩემპიონატი. ლადო დვალიშვილი "პოგონმა" სტუმრად "კრაკოვიასთან" ანგარიშით 1:4 წააგო. დვალიშვილმა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.
გერმანიის ჩემპიონატი. მესამე დივიზიონი. გიორგი პაპუნაშვილის ბრემენის "ვერდერმა" "აუეს" ანგარიშით 4:0 მოუგო. პაპუნაშვილმა მოეადნზე 64 წუთი გაატარა.
ჩეხეთის ჩემპიონატი. ლევან ყენიას "სპარტა" შინ "სიგმასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხა. ყენიამ მოედანზე 80 წუთი გაატარა.
დანიის ჩემპიონატი. მათე ვაწაძის "ორჰუსი" სტუმრად "ჰიბროსთან" ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ვაწაძე 54-ე შეცვალეს.
ბელგიის ჩემპიონატი. თორნიკე ოქრიაშვილის "გენკი" შინ "მუსკრონთან" ანაგრიშით 0:4 დამარცხდა. ოქრიაშვილი სათადარიგოთა სკამზე იყო.