საფრანგეთი. ლიგა 1. ჯაბა კანკავას "რეიმსი" შინ "მონაკოსთან" 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანს ტრავმა აქვს და ამის გამო კიდევ ორ კვირას ვერ ითამაშებს.
გერმანია. II ბუნდესლიგა. "დუისბურგი" შინ დაუზავდა (0:0) "ნიურნბერგს". მასპინძლებში გიორგი ჭანტურიამ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ლაშა დვალი სათადარიგო იყო.
ლუკას ჰუფნაგელის შესვლა (90-ე წუთი) ფეხბედნიერი ვერ გამოდგა "ფრაიბურგისთვის", რომელსაც "ზანკტ პაულიმ" მატჩის ერთადერთი გოლი
III ბუნდესლიგა. "ვერდერის" სათადარიგოთა გუნდმა 4:0 გაანადგურა "აუე", ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა (64-ე წუთზე შეცვალეს).
იტალია. სერია A. ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია, მის გარეშე კი "ემპოლიმ" 2:0 დაამარცხა "ჯენოა".
ლეგა პრო. ირაკლი შეყილაძის (90 წუთი) "ტუტოკუოიო" სტუმრად "პისტოიეზეს" დაუზავდა - 0:0.
ინგლისი. ჩემპიონშიფი. აკაკი გოგია სათადარიგო იყო, ხოლო მისმა "ბრენტფორდმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა "ჩარლტონი".
ჰოლანდია. ერედივიზიე. მესამედ კარიერაში, ვაკო ყაზაიშვილმა "აიაქსს" გაუტანა, მაგრამ პირველად, ეს არ მოხდა "ამსტერდამ არენაზე" და პირველად - მისმა გოლმა "ვიტესს" გამარჯვება ვერ მოუტანა. ქართველის შესანიშნავ დარტყმას "აიაქსმა" სამით უპასუხა - 1:3.
ყაზაიშვილს 1:2-ზეც შეეძლო გატანა, მაგრამ 20 მეტრიდან დარტყმული ხარიხას გადასცდა. ვაკომ და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ლორიას დებიუტი "კრილია სოვეტოვში" კვლავ გადაიდო. ქართველი გოლკიპერი "უფასთან" წაგებულ (0:1) მატჩში სათადარიგო იყო.
"მორდოვია" და "ყუბანი" 1:1 დაზავდნენ. მასპინძელთა ქართველი ფეხბურთელები ნუკრი რევიშვილი და მამუკა კობახიძე სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
მოსკოვური დერბი "დინამოსა" და "სპარტაკს" შორის ("სპარტაკმა" 3:2 მოიგო) ტრავმირებული ჯანო ანანიძის გარეშე ჩატარდა.
საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა "კრასნოდართან" საგარეო მატჩში, რომელიც მისმა "რუბინმა" 1:2 წააგო.
თედო გრიგალაშვილის (განაცხადში არ იყო) "ტერეკი" შინ დაუზავდა (0:0) ცსკა-ს.
I ლიგა. ომარ თეთრაძის "ენისეიმ" 2:0 მოუგო "სკა ენერგიას". კახა ალადაშვილი (შესვენებაზე შეცვალეს) და გოჩა ხოჯავა (90 წუთი) წაგებულთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
ქართველთა "არმავირი" შინ "ბაიკალთან" 0:2 დამარცხდა. ზურაბ არზიანმა შეუცვლელად ითამაშა, ირაკლი ჭეჟია კი სათადარიგო იყო.
თურქეთი. სუპერლიგა. ნიკა ძალამიძე "რიზეს" განაცხადში არ ყოფილა "ახიშართან" 0:2-ზე წაგებულ მატჩში.
შოთა არველაძის "ტრაბზონსფორმა" 4-მატჩიანი წაგებათა სერია "სივასფორთან" საგარეო მოგებით (2:0) შეწყვიტა.
I ლიგა. ალეკო ამისულაშვილის (90 წუთი) "ქარშიაქამ" 2:0 მოუგო "ელაზიგს".
საბერძნეთი. სუპერლიგა. გიორგი მერებაშვილის (სათადარიგო) "ვერიამ" სტუმრად "პანიონიოსი" 1:0 დაამარცხა.
ბელგია. ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენკი" შინ მოულოდნელად განადგურდა (0:4) "მუსკრონთან". თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო, ლუკა ზარანდიამ კი ვარჯიში ახლახან განაახლა და ჯერ მზად არ არის სათამაშოდ.
პორტუგალია. სეგუნდა ლიგა. ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" 0:1 დამარცხდა "გიმარაეშის" დუბლებთან, გიორგი მაკარიძის "ფეირენშე" კი დღეს თამაშობს.
პოლონეთი. ექსტრაკლასა. მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა ლადო დვალიშვილის "პოგონი", რომელიც "კრაკოვიას" ესტუმრა -1:4. ლადო შესვენების შემდეგ გამოჩნდა მოედანზე.
I ლიგა. დავით მაქარაძის (85-ე წუთზე შევიდა) "სუვალკი" შინ 0:1 დამარცხდა გიორგი ალავერდაშვილის (სათადარიგო) "ზავიშასთან".
დანია. სუპერლიგა. ქართველთა "ორჰუსი" "ჰობროსთან" სტუმრად 1:3 დამარცხდა. "ორჰუსმა" პრესტიჟის გოლი მაშინ გაიტანა, როცა მათე ვაწაძე უკვე შეცვლილი (54-ე წუთზე) იყო. დავით სხირტლაძე განაცხადში აღარ ჩანს.
ნორვეგია. ტიპელიგა. "სტაბეკმა" გასვლაზე 1:2 დათმო "ვიკინგთან". სტუმართა ქართველი ნახევარმცველი გიორგი გოროზია თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო.
ჩეხეთი. "სლავიას" დაუბრუნდა ლევან ყენია, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს (მანამდე გააფრთხილეს) "სიგმასთან" 0:2-ზე წაგებულ შეხვედრაში.
სლოვაკეთი. აკაკი ხუბუტიამ შეუცვლელად ითამაშა, მისმა "მიხალოვცემ" კი 2:0 მოუგო "პოდბრეზოვას".
კვიპროსი. უჩა ლობჟანიძის "ომონიამ" 6:0 გაანადგურა ქართველთა "პაფოსი". ლობჟანიძემ 90 წუთი ითამაშა. მე-10 წუთზე სტუმრებს მეკარე როინ კვასხვაძე გაუძევეს. გია გრიგალავამ და ლევან ხმალაძემ 90-90 წუთი ითამაშეს, ნიკოლოზ გელაშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო ელგუჯა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.
"ანორთოსისმა" "ერმისი" 4:0 გაანადგურა. გამარჯვებულებში 78-ე წუთზე გამოჩნდა გიორგი აბურჯანია, ხოლო ირაკლი მაისურაძე სათადარიგო იყო.
შოთა გრიგალაშვილი 75-ე წუთზე ბექა ტუღუშმა შეცვალა, მათი "ახნასი" კი შინ აეკ-თან 0:2 დამარცხდა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი აპოელ-ი დღეს თამაშობს.
ფინეთი. გიორგი ოსიტაშვილის (მე-60 წუთზე შევიდა) კტპ შინ 1:2 დამარცხდა "ილვესთან", ხოლო ირაკლი სირბილაძის (არ უთამაშია) კუპს-მა 0:1 წააგო ჰიკ-თან.
ლიტვა. ნიკა აფაქიძის (სათადარიგო) "ტრაკაი" "უტენისს" დაუზავდა - 1:1.
ლატვია. მწვრთნელ თამაზ პერტიას "სკონტო" შინ 0:2 დამარცხდა "ვენტსპილსთან".
ესტონეთი. ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წუთი) "ფლორამ" სტუმრად 1:0 მოუგო "ინფონეტს" და მეისტრილიგის დასრულებამდე ორი ტურით ჩემპიონობა (მეათედ) გაინაღდა.
მოლდოვა. "ზიმბრუსთან" 0:4 დამარცხდა ქართველთა "საქსანი". ირაკლი გოგინაშვილი 70-ე წუთზე შეცვალეს, გიორგი სარჯველაძეს არ უთამაშია.
აზერბაიჯანი. ორმა ქართველმა "ნეფთჩი" დაამარცხა. ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი აზალ-ი 24-ე წუთზე დაწინაურდა - სანდრო გურული საჯარიმოში წააქციეს, პენალტი კი უნაკლოდ ნუგზარ კვირტიამ შეასრულა, მაგრამ "ნეფთჩიმ" მეორე ტაიმში გაათანაბრა. 94-ე წუთზე სტუმართა კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, რომელიც, ამჯერად, გურულმა დაარტყა - 2:1.
ზაურ სვანაძის "ინტერმა" "რავანს" 2:0 მოუგო. ლაშა სალუქვაძე და ნიკა კვეკვესკირი "ინტერის" სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, გიორგი ლომაია და ზურაბ ხიზანიშვილი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ, არ უთამაშია ლაშა კასრაძეს.
"მატჩს მთლიანად ვაკონტოლებდით და სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ", - თქვა მატჩის შემდეგ სვანაძემ.
სომხეთი. ქართველთა "ულისი" შინ 0:3 დამარცხდა "ალაშკერტთან". გიორგი კაჭკაჭიშვილმა და დავით ლომაიამ 90-90 წუთი ითამაშეს.
"განძასარს" "მიკასთან" გოგიტა გოგატიშვილმა მოაგებინა (2:1), რომელმაც მე-80 წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა. ჩვენებური 63-ე წუთზე შევიდა მოედანზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"