გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში ითამაშა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში გიორგი არაბიძის დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში შედგა.

17 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მანამდე უკრაინული გრანდის ახალგაზრდულ გუნდში ჰქონდა ნათამაშები, "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ტერნოპოლთან" უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 4:0 მოიგო (ორი მატჩის ჯამში 9:0).

მოედანზე გასვლის დღეს არაბიძე 17 წლის, 7 თვისა და 23 დღის იყო. ეს მეხუთე შედეგია "შახტარის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებს შორის. ამ მხრივ რეკორდსმენი გენადი ზუბოვია, რომელმაც პირველი
მატჩი ამ გუნდში 1994 წელს 17 წლისამ, 1 თვისა და 19 დღისამ ჩაატარა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედია დამკვიდრებას შეძლებს,ცარმატებბი გიოს
bacho
18:27 27-10-2015
0
ძაან მაგარი ამბავია. პროგრესიც ასეთი უნდა. შრომა არ მიატოვო და დიდ ფეხბურთთან ახლოს ხარ. წარმატებები!
georgiano
03:48 28-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული