გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში ითამაშა

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, დონეცკის "შახტარის" მთავარ გუნდში გიორგი არაბიძის დებიუტი ოფიციალურ შეხვედრაში შედგა.

17 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც მანამდე უკრაინული გრანდის ახალგაზრდულ გუნდში ჰქონდა ნათამაშები, "შახტარის" მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ "ტერნოპოლთან" უკრაინის თასის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი ანგარიშით 4:0 მოიგო (ორი მატჩის ჯამში 9:0).

მოედანზე გასვლის დღეს არაბიძე 17 წლის, 7 თვისა და 23 დღის იყო. ეს მეხუთე შედეგია "შახტარის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტებს შორის. ამ მხრივ რეკორდსმენი გენადი ზუბოვია, რომელმაც პირველი
მატჩი ამ გუნდში 1994 წელს 17 წლისამ, 1 თვისა და 19 დღისამ ჩაატარა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ქინქლაძის მერე, რომელიმე ქართველ ფეხბურთელს ასეთი ტექნიკა და მოედნის ხედვა რომ ჰქონდეს, ნამდვილად არც მინახავს და არც გამიგია. საოცარი ბიჭია. თუ ქართული მენტალიტეტის უცნაურობები ხელს არ შეუშლის, ძალიან დიდი ფეხბურთელი გახდება. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ 5-6 წლის უკან "ათიანში" გიორგის ნიჭსა და შესაძლებლობებზე ბევრი კარგი რამ ეწერა და ძალიან მიხარია, რომ ის, როგორც ფეხბურთელი განვითარებას განაგრძობს. ღმერთმა ხელი მოუმართოს....
მამუკა
10:22 28-10-2015
0
იმედია ქართული მენტალიტეტის არ არის! ქინლაძის შეცდომებს თუ არ გაიმეორებსკარგი იქნება.მიხარია,რომ ქართული საფეხბურთო გენი არ მოკვდა...
MARADONA
08:28 28-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული